ყველას ახსოვს კვარასა და ოსიმენის დუეტი, რომელიც ნაპოლიში სასწაულებს ჩადიოდა.
როგორც ირკვევა, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენის შემდეგ, პსჟ ვიქტორ ოსიმენზე გადაერთო და ამ საქმესაც სერიოზულად უდგებიან. ნიგერიელი ფორვარდის გადასაბირებლად ბრძოლაში პარიზული კლუბი აშკარა ფავორიტია.
TeamTalk-ის ცნობით, მხარეებმა ტრანსფერის განხილვა უკვე დაიწყეს. შეთანხმების მიღწევა სეზონის ბოლოს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას არის მოსალოდნელი.
ასე რომ, დიდი შანსია ზაფხულში ოსიმენისა და კვარაცხელიას დუეტი კვლავ ვიხილოთ ერთად, ამჯერად ,,პსჟ”-ში.
იქედან გამომდინარე, რომ კვარა ოსიმენს მოედანზე განსაკუთრებით კარგად ეწყობოდა, ეს მის თამაშზე შეიძლება კიდევ უფრო კარგად აისახოს.