"ხვიჩა მადრიდისტაა და სწორედ ამიტომ..." - რა განაცხადა მამუკა ჯუღელმა

1 month ago 20

"ნაპოლის" ქართველი შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა Geo Team-თან ინტერვიუს დროს არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

მათ შორის, მან ხვიჩასა და "რეალის" კავშირზეც გააკეთა კომენტარი.

"მიუხედავად იმისა, რომ მე და მამამისი "ბარსას" ვქომაგობთ, კვარას "რეალი" უყვარს. 

"თუ მას ბარსელონას მაისურში ვნახავ, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება, მაგრამ ხვიჩა მადრიდისტაა და სწორედ ამიტომ, მისი ოცნება მადრიდში თამაშია." - განაცხადა მამუკა ჯუღელმა.

სრულად წაკითხვა