ხვიჩა კვარაცხელიას "პარის სენ-ჟერმენში" ტრანსფერის შემდეგ ლიგა 1-ს უკვე სამი ქართველი ფეხბურთელი ეყოლება.
ბუნებრივია, ჩვენთვის მთავარ ინტერესს წარმოადგენს, თუ როდის შეხვდებიან პირისპირ ერთმანეთს გიორგი მიქაუტაძე, ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა.
საფრანგეთის ჩემპიონატის ცხრილის მიხედვით, "პსჟ"-ს "ლიონთან" 23 თებერვალს, ხოლო "სენტ-ეტიენთან" 30 მარტს ელის თამაშები.
რაც შეეხება "სენტ-ეტიენისა" და "ლიონის" დაპირისპირებას, აღნიშნული შეხვედრა 20 აპრილს არის ჩანიშნული.