ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და აფეთქების მომზადების საქმეზე 9 პირს ბრალდება წარუდგინეს

2 weeks ago 7

პროკურატურის ინფორმაციით, საპროტესტო აქციებზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და აფეთქების მომზადების საქმეზე 9 პირს წარუდგინეს ბრალდება.

როგორც უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, შსს-მ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა დააორგანიზეს და მონაწილეობა მიიღეს ჯგუფურ ძალადობაში, რის შედეგადაც, მათივე თქმით, არაერთმა პირმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 18,229-ე მუხლებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში, მიმდინარე აქციების ფარგლებში სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს, დაკავებულია 13 პირი.

ხოლო, აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებულია 1 პირი.

ასევე, მიმდინარე აქციების ფარგლებში, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით, რომლის ფარგლებშიც, ამ დროისთვის, დაკავებულია 9 პირი.

სრულად წაკითხვა