ჯო უილსონი: არ შეიძლება ვიდგეთ და საქართველოს დიქტატურაში ჩავარდნის საშუალება მივცეთ

1 week ago 10

აშშ-ის კონგრესის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი მორიგ ჯერზე მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, დაასანქციროს ბიძინა ივანიშვილი.

„საქართველოს არალეგიტიმური მარიონეტული მთავრობა აგრძელებს ქართველების სასტიკად დარბევას. მოვუწოდებ [სახდეპს] უმალ დაასანქციროს ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელქვეითები. არ შეიძლება ვიდგეთ და საქართველოს დიქტატურაში ჩავარდნის საშუალება მივცეთ, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ“, — წერს იგი.

უილსონი აშშ-ის კონგრესში „ოცნებისადმი“ ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულად განწყობილი პირია. იგი ასევე „მეგობარი აქტის“ ინიციატორი არის.

სრულად წაკითხვა