ჯო უილსონი: ჩვენ უნდა დავასანქციროთ ივანიშვილი და მისი ხელდასმულები

3 weeks ago 13

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა სანქციები უნდა დაუწესოს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილსა და მის ხელდასმულებს. „ჩვენ სანქციები უნდა დავუწესოთ არალეგიტიმურ რუს მარიონეტებს, რომლებიც თავს ესხმიან ქართველ ხალხს და ართმევენ სუვერენიტეტს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილსა და მის ხელდასმულებს“, – წერს კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ მედიაში.

უილსონმა გააზიარა დოკუმენტი RSC-ის 2020 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიიდან, რომელიც უკვე მოითხოვდა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.

ჯო უილსონი არის რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რომელმაც MEGOBARI აქტი წარადგინა. სხვა საკითხებთან ერთად, დოკუმენტი ითვალისწინებს სანქციებს ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიის შელახვაზე არიან პასუხისმგებელნი.  

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების ფონზე, შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, უილსონმა მხარდაჭერა გამოუხატა ქართველ ხალხს მმართველი პარტიის წინააღმდეგ ბრძოლაში. უილსონმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „დე ფაქტო“ და „არალეგიტიმური“ უწოდა და განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა, ხოლო პარლამენტი ოპოზიციის მონაწილეობისა და პრეზიდენტის თანხმობის გარეშე იქნა მოწვეული.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა