ჯუღელმა "ნაპოლის" ბოლომდე შეუსრულა - რას მიიღებს კვარას მხარე კლუბისგან

1 day ago 3

გაცემოცემა "Tuttomercatoweb"-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიასა და "ნაპოლის" წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები ნელ-ნელა დასკვნით ფაზაში შედის. 

წყაროს ინფორმაციით, "პარტენოპეი" მზადაა დააკმაყოფილოს ის მოთხოვნები, რასაც მამუკა ჯუღელი დიდი ხანია ითხოვს. 

როგორც ირკვევა, ნეაპოლელები კვარას ხელშეკრულების 2029 წლამდე გახანგრძლივებას შესთავაზებენ და მისი გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევრო გახდება. 

გარდა ამისა, ქართველი ფეხბურთელის წლიური ანაზღაურება 6 მილიონ ევრომდე გაიზრდება. ახლა კი ეს რიცხვი 1.5 მილიონ ევროს შეადგენს. 

ცნობისთვის, კვარაცხელიას "ნაპოლისთან" ამჟამინდელი კონტარქტი 2027 წლამდე აკავშირებს. 

სრულად წაკითხვა