ჰამასმა“ ისრაელისთვის მძევლების დაბრუნება დაიწყო მაშინ, როდესაც ისრაელის თავდაცვის ძალები მაისში, რაფაჰსა და ფილადელფის დერეფანში შეიჭრნენ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. მისი თქმით, მძევლების დაბრუნება სწორედ „ჰამასზე“ განხორციელებული სამხედრო ზეწოლის შედეგია.

„მძევლების თაობაზე პირველი შეთანხმების მიღწევა იყო ჩვენი ღაზაში შეჭრისა და სამხედრო ზეწოლის შედეგი, რომლითაც „ჰამასმა“ დაგვიბრუნა მძევლები. ამის შემდეგ „ჰამასს“ ეგონა, საერთაშორისო ზეწოლა განხორციელდებოდა ისრაელზე და მათ არ მოუწევდათ რაიმე დათმობაზე წასვლა. თუმცა, რაფაჰში შეჭრის შემდეგ მათ აზრი შეეცვალათ. ჩვენ თუ დავტოვებთ რაფაჰს და ფილადელფის დერეფანს მათზე ზეწოლა ვერ მოხდება და ჩვენ ვერ დავიბრუნებთ მძევლებს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ცნობისთვის, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება გასული წლის ნოემბრის შემდეგ არ შემდგარა. 2023 წლის ნოემბერში კი „ჰამასმა“ 50 მძევალი, ისრაელმა კი საპატიმროებიდან 150 პალესტინელი გაათავისუფლა.