ჰარი მაგუაერი და "მანჩესტერ იუნაიტედი" ახალ კონტრაქტზე მუშაობენ

5 days ago 8

"მანჩესტერ იუნაიტედის" გამოცდილმა მცველმა, ჰარი მაგუაერმა დაადასტურა, რომ კლუბი მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობას იწყებს.

მედიასთნ საუბრისას ინგლისელმა განაცხადა: "კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. ამისთის კიდევ მაქვს სეზონის დასრულებმდე დრო, თუმცა, ამის შესახებ კლუბთან მოლაპარაკებები დადებითად მიმდინარეობს.

31 წლის მაგუაერი "წითელ ეშმაკებში" 2019 წლის ზაფხულიდან ირიცხება. გუშინდელ მატჩში კი, "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ, მან ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა და მთავარი მწვრთნელის, რუბენ ამორიმის შექებაც დაიმსახურა.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ინგლისელმა ცენტრალურმა მცველმა "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში ყველა ტურნირზე 13 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 1 გოლის გატანაც მოახერხა.

სრულად წაკითხვა