“0322 83 00 55 – ეს არის ჩვენი ცხელი ხაზის ნომერი, რომელიც უპასუხებს თითოეული მოქალაქის ზარს, რომელიც ეძებს დაკარგულ ადამიანებს” – თინა ბოკუჩავა

2 weeks ago 9

0322 83 00 55 – ეს არის ჩვენი ცხელი ხაზის ნომერი, რომელიც უპასუხებს თითოეული მოქალაქის ზარს, რომელიც ეძებს დაკარგულ ადამიანებს და ჩვენ ვეცდებით მაქსიმალურად მოკლე დროში ერთის მხრივ მოგაწოდოთ ინფორმაცია თუ სად არიან გადაყვანილი თქვენი ახლობლები და ასევე ჩვენი იურისტების ჯგუფი იურიდიულ დახმარებას გაუწევენ მათ. ასევე ამუშავდება ჩვენი სამედიცინო დახმარების პუნქტი, რომელიც განთავსებული იქნება რუსთაველის გამზირზე ოპერის ტერიტორიაზე.“- განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ

თინა ბოკუჩავას განცხადებით – „გადამწყვეტ ფაზაში, რომელშიც შევიდა ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის, თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლა, აღარ არსებობს პოლიტიკური გამყოფი ფაზები.

ახლა ყველა ვართ ერთი, ეს არის ქართველი ხალხი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, ამიტომ პოლიტიკური პარტიების მთავარ ამოცანად გვესახება ჩვენი თანამოქალაქეების გვერდში დგომა იმისთვის, რომ მაქსიმალურად ვიყოთ კონსოლიდირებული ჩვენს ბრძოლაში რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, ამიტომ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი სამუშაო ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იყო, არის და იქნება უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებისთვის ბრძოლა და მადლობა მინდა ვუთხრა ლაშა ტყეშელაძეს და ჩვენი იურისტების გუნდს, რომლებიც დღეს და ღამეს ასწორებენ იმისთვის, რომ დაიცვან უკანონოდ დაკავებული პოლიტპატიმრები, რომლებსაც რუსული რეჟიმი დევნის მხოლოდ ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო და გაათავისუფლოს ისინი.

ჩვენ ამას ბუნებრივია ისედაც ვაკეთებთ და გავაკეთებთ, თუმცაღა დღევანდელი განცხადების მიზანია ჩვენს საზოგადოებას ვაცნობოთ ჩვენი ცხელი ხაზის შესახებ – 0322 83 00 55 – მადლობა ქოლცენტრს, რომელიც იმუშავებს იმისთვის, რომ უპასუხოს თითოეული მშობლის, თითოეული მეგობრის შემოსულ ზარს, რომელიც ეძებს დაკარგულ შვილს, ძმას, მეგობარს, ახლობელს, რადგან 200-მდე ადამიანია დაკავებული, როგორც წესი უკანონოდ დაკავებულები არიან უმოწყალოდ ნაცემი მრავალი საათის განმავლობაში ახლობლები ვერ პოულობენ მათ და მე მინდა, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რომ თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ ამ ცხელ ხაზზე და ჩვენ ვეცდებით მაქსიმალურად მოკლე დროში. ერთის მხრივ მოგაწოდოთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ სად არიან გადაყვანილი თქვენი ახლობლები, უკანონოდ დაკავებული რუსული რეჟიმის ტყვეები და ასევე მოგაწოდოთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გვყავს ძალიან კომპეტენტური სამართლებრივი ჯგუფი, რომლებიც იურიდიულ დახმარებას გაუწევენ მათ და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ უმოკლეს დროში მოხდეს რუსული რეჟიმის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება.

ასევე საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ ამუშავდება ჩვენი სამედიცინო დახმარების პუნქტი, რომელიც განთავსებული იქნება რუსთაველის გამზირზე ოპერის ტერიტორიაზე, რადგან სასწრაფოებიც ვერ აუდიან დაშავებულთა რიცხვს გამომდინარე იქიდან, რომ უკიდურესად უმოწყალო მეთოდებს იყენებს რეჟიმი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

მე მინდა მადლობა ვუთხრა სოფო ჯაფარიძეს, რომლის ძალისხმევითაც უმოკლეს დროში შეიქმნება ეს დახმარების პუნქტი, რომელიც აღჭურვილი იქნება ყველა პირველადი დახმარების მედიკამენტებით და კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, არის საერთაშორისო პარტნიორები და ვხედავთ, რომ აქაც კონკრეტული შედეგებია, რადგან ბალტიის ქვეყნებმა უკვე ინდივიდუალური სანქციები დაუწესეს რეჟიმის მაღალჩინოსნებს.

ასე დაიწყო პროცესი ზუსტად ბელორუსში და ასე ვხედავთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა დაუპირისპირდება რუსულ რეჟიმს, რომელიც ძალადობს ქართველ ხალხზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შეუპოვარი ბრძოლით, რასაც ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურად, ყოველ ღამე, როდესაც მხარდამხარ ვდგავართ ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად რუსთაველის გამზირზე და ეს ასეა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს უკანდაუხეველი და შეუპოვარი, ერთსულოვანი ბრძოლა აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით, რუსულ რეჟიმს ჩამოვშლით და ხელახალი არჩევნებით, რომელსაც ჩაატარებს დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაცია დაა ჩვენს ქვეყანას დააბრუნებს განვითარების გზაზე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

სრულად წაკითხვა