ტელეკომპანია “მთავარი არხის” საავტორო გადაცემის წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღეს ულოცავს:
,,დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც: ქურდები – პოლიციით ჩაანაცვლა.
გაი -პატრულით,
საპასპორტო განყოფილებები- იუსტიციის სახლებით.
რაგატკის ჯარი – დიდგორად აქცია.
მიტოვებული ქალაქები-ტურისტულ ზონად.
სტუდენტებს “ელიტარული” წრის და ფულის გარეშე, უნივერსიტეტებში მოხვედის შანსი მისცა.
გიჟური იდეებით, (რამდენიმე თვეში ქუთაისის აეროპორტის გახსნით) ევროპა, ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა.
დაბადების დღეს ვულოცავ პოლიტიკოსს, რომელმაც შექმნა სახელმწიფო სტრუქტურები და ეს ქვეყანა ჭაობიდან ამოათრია.
Happy birthday Mikheil Saakashvili 🇬🇪❤️”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი