WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

დედაქალაქში, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო ორი სკოლა: პირველი (კლასიკურ გიმნაზია) და 47-ე სკოლა სასწავლო პროცესს ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ. ინფორმაციას ავრცელებს განათლების სამინისტრო.

თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში:

  • I-IV კლასების მოსწავლეებისთვის - 14:00 საათზე;
  • V-IX კლასების მოსწავლეებისთვის - 10:00 საათზე;
  • X-XII კლასების მოსწავლეებისთვის - დისტანციურად.

47-ე სკოლაში:

  • I-VI კლასების მოსწავლეებისთვის - 09:00 საათზე;
  • VII-X კლასების მოსწავლეებისთვის - 12:00 საათზე;
  • XI-XII კლასების მოსწავლეებისთვის - დისტანციურად.

„რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულებისთანავე ორივე სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება“, - აცხადებენ სამინისტროში.

დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს 00:00 საათზე დაიწყო. ამ დროიდან სრულად აიკრძალა ავტომობილებისთვის გადაადგილება.

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ თბილისის ცენტრში მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესში ე.წ. ელბაქიძის დაღმართიდან ჭოველიძის ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობის აღდგენა 10 სექტემბრისთვის იგეგმება.

  • კახა კალაძემ ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირის სამუშაოები 2024 წლიდან დაიწყებოდა. მაშინ მან თქვა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ წელზე მეტხანს გაგრძელდებოდა;
  • ბოლოს სამუშაოები 2025 წელს იგეგმებოდა, თუმცა 24 მარტს კალაძემ თქვა, რომ პროექტი 2026 წლამდე გადაიდო.