10 000-ლარიანი ჯილდო, ვინც მას იპოვის – მიშა კაჭკაჭიშვილი არჩის ისევ ეძებს

1 month ago 25

10 000-ლარიანი ჯილდო, ვინც მას იპოვის - მიშა კაჭკაჭიშვილი არჩის ისევ ეძებსცხოველთა უფლებადამცველი მიშა კაჭკაჭიშვილი უკვე რამდენიმე დღეა, რაც თავის ჰასკს, არჩის ეძებს, მაგრამ უშედეგოდ. მან ფულადი ჯილდო, 5000 ლარი დააწესა, ვინც არჩიზე ვინმე რაიმე ინფორმაციას მიაწვდის.

„ვერც ცოცხალს ვპოულობ და ვერც მკვდარს… ის არ არის უბრალოდ ჩემი მეგობარი, ან ოჯახის წევრი, ის არის იმ ყველაფრის საწყისი, მუზა, ძალა, ტკივილი და სიყვარული, რასაც უკანასკნელი წლებია, ვაკეთებ. ყველაფერი კარგი მან მასწავლა და თუ რამე ჩემში უკეთესობისკენ შეიცვალა, არჩის დამსახურებაა… ჯილდო 5000 ლარის სახით მას, ვინც არჩის მაპოვნინებს“, – წერს მიშა კაჭკაჭიშვილი.

მელორ ვაჩნაძეც წერს, რომ არჩის მპოვნელს დამატებით ჯილდოს მისცემს:

„5000 ლარი ან „აიფონ 15 პროს“ მეც ვამატებ, თუ ვინმე მოგვაწვდის ინფორმაციას, სადაა არჩი ან ვის ჰყავს!“

სრულად წაკითხვა