12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1 week ago 7

ვერძი

ამ დღეს შემოქმედებით უნარებს არა მხოლოდ სამსახურში, არამედ პირად ცხოვრებაშიც გამოავლენთ. ცვლილებების და სიახლეების ნუ შეგეშინდებათ. ორიგინალური იდეების წყალობით საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცევით. შეეცადეთ ყველაფერი ისე აკეთოთ, როგორც სწორად მიგაჩნიათ და სხვებს ნაკლები უსმინოთ. გირჩევთ, მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ და რჩევისთვის თქვენთან მოსული ადამიანების პრობლემები სერიოზულად აღიქვათ.

კურო

თქვენი ქარიზმატულობა ადამიანებს ერთდროულად ხიბლავს და იზიდავს. გარშემო მყოფებს თქვენში განსაკუთრებით, თანაგრძნობის უნარი მოსწონთ. სწორედ ამის დამსახურებით ზოგიერთ კოლეგასთან და მეგობართან უფრო ღრმა კავშირს დაამყარებთ. ფრთხილად იყავით - გვერდით გყავთ ადამიანი, რომელსაც თქვენი წარმატება იმდენად აღიზიანებს, რომ ყველაფერს გააკეთებს თქვენთვის ხელის შესაშლელად.

ტყუპები

უსმინეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც ზუსტ, დროულ და სასარგებლო მინიშნებებს მოგცემთ. მოერიდეთ ისეთი საქმის დაწყებას, რომელიც სიზუსტე და წვრილმანების მიმართ ყურადღებას მოითხოვს.
დღის მეორე ნახევარში საქმეში სიმტკიცე, ადამიანებთან ურთიერთობაში კი თავაზიანობა უნდა გამოიჩინოთ. მოერიდეთ ახლობელ ადამიანებთან მტკივნეული საკითხების განხილვას, რომელსაც აუცილებლად აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება მოჰყვება.

კირჩხიბი

თქვენი სწრაფი რეაქცია და ძლიერი არგუმენტები კოლეგებს და ოპონენტებს აიძულებს, მოგისმინონ და თქვენი შენიშვნები გაითვალისწინონ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ წარსულზე ფიქრის ნაცვლად, ეს დღე ცოდნის გაღრმავებას დაუთმოთ. ახალი ნაცნობობა სასიამოვნო და სასარგებლო იქნება. თუ გაციების სიმპტომები გაქვთ, თვითმკურნალობის ნაცვლად, ექიმს მიმართეთ. ეცადეთ, ურთიერთობაში ემოციები აკონტროლოთ.

ლომი

სიყვარულით და სასიამოვნო ემოციებით სავსე დღეა. ქარიზმისა და პიროვნული თვისებების დამსახურებით გარშემო მყოფთა ყურადღებას მიიპყრობთ. გირჩევთ საყვარელ ადამიანს რომანტიკული სიურპრიზი მოუმზადოთ. მოიფიქრეთ, როგორ შეიძლება თქვენი კავშირი უფრო მყარი და ჰარმონიული გახადოთ. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ურთიერთობებში ვნების ნაპერწკლის შენარჩუნებაა.

ქალწული

ბევრი გადაუჭრელი საკითხი დაგიგროვდათ და ეს დღე მათი დასრულებისთვის ხელსაყრელია. თქვენი ქცევა შეიძლება მეგობრებმა გულგრილობის ნიშნად აღიქვან. შეეცადეთ ყურადღებით მოუსმინოთ მათ და მიხვდებით რამდენად სჭირდებათ თქვენი დახმარება. ამ დღეს, რეალურ შეხვედრებთან შედარებით, უპირატესობა ონლაინ ურთიერთობებს უნდა მიანიჭოთ - თქვენს სათქმელს ასე უფრო დამაჯერებლად გამოხატავთ.

სასწორი

ამ დღეს დილიდან საკუთარ თავში ხართ ჩაკეტილი და ურთიერთობის სურვილს არ ამჟღავნებთ. თქვენში შემოქმედებითი სული გაიღვიძებს და რაღაც გამორჩეულის შექმნის სურვილს გაგიჩენთ. დღის მეორე ნახევარში სასურველია ფიზიკური ვარჯიშები. რა თქმა უნდა, საკუთარი გამჭრიახობის წარმოჩენა ზოგჯერ სასარგებლოა, მაგრამ გარშემო მყოფთა კრიტიკას უნდა მოერიდოთ.

მორიელი

დილიდან ისეთი განცდა გაქვთ, რომ თქვენ ირგვლივ რაღაც ისე არ ხდება, როგორც ისურვებდით, მაგრამ გამოსავალს ვერ ხედავთ. სავარაუდოდ, ამ დღეს რაღაცის შეცვლის შანსი გექნებათ და ეცადეთ, ხელიდან არ გაუშვათ. ასტროლოგები გირჩევენ, არჩევანისთვის მოემზადოთ. ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ თქვენი, არამედ ახლობელი ადამიანების ცხოვრებასაც შეცვლის.

მშვილდოსანი

თქვენთვის მნიშვნელოვანია გარემო, რომელშიც ცხოვრობთ და დიდ დროს ატარებთ, ამიტომ შეიძლება ინტერიერის განახლება გადაწყვიტოთ. ასევე ხელსაყრელი დროა გარდერობის განახლებისთვის. თავი დაანებეთ ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთებას და მშვიდად იმოქმედეთ. ამ დღეს აჩქარება სერიოზულ შეცდომებს გამოიწვევს, რომელთა გამოსწორება რთული იქნება.

თხის რქა

დროა, ცხოვრების აზრზე დაფიქრდეთ და ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობა გააანალიზოთ. შესაძლოა, ახალ ნაცნობებს შორის შესაფერისი პარტნიორი ან ახალი მეგობარი აღმოაჩინოთ. ბრმად ნურავის ენდობით, განსაკუთრებით - ფინანსურ საკითხებში. ამ დღეს ენერგია, ურთიერთობების გარკვევის ნაცვლად, საქმის კეთებისკენ უნდა მიმართოთ.

მერწყული

სამსახურში ყურადღებით იყავით, რადგან უფროსი ეცდება, დაგიმტკიცოთ, რომ რაღაცას არასწორად აკეთებთ. ამის შანსი არ მისცეთ და აჩვენეთ, რომ პროფესიონალი ხართ. წარმატების მისაღწევად რთული და ხანგრძლივი შრომისთვის უნდა მოემზადოთ. ეს არა მხოლოდ სამუშაოს, ცხოვრების სხვა სფეროებსაც ეხება. უსმინეთ თქვენს სხეულს და ყველაფერი გააკეთეთ ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან ასაცილებლად.

თევზები

ამ დღეს საკუთარი თავისგან მეტისმეტად ბევრს ელით, რაც საბოლოოდ იმედგაცრუებას მოგიტანთ. გადახედეთ საკუთარ პრიორიტეტებს და მთელი ენერგია ყველაზე მნიშვნელოვანი საქმისკენ მიმართეთ. ხელსაყრელი დღეა ძველი იდეების ან შეხედულებების შეცვლის, ზედმეტი ნივთების მოცილების ან იმ ურთიერთობის დასრულებისთვის, რომელმაც თავი მოგაბეზრათ. ნუ გადაიღლებით, რათა ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ.

სრულად წაკითხვა