,,12 წლის გახრწნილ შვილს ვეძებ, შვლები მაინც დამამარხინეთ და ისე გამიშვით ამქვეყნიდან” – უმძიმესი შემთხვევის დეტალები

1 hour ago 2

12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა შვილის საქმის ხელახალ გამოძიებასა და ტერიტორიის სპეციალური ტექნიკით დათვალიერებას ითხოვს.

მისი თქმით, ერთადერთი სურვილია, შვილის ნეშტის ფრაგმენტები მაინც იპოვოს და მისი დატირების შესაძლებლობა ჰქონდეს.

გურამ დადიანიძე 17 წლის იყო, როდესაც ლომისობის დღესასწაულზე, მლეთაში, გაუჩინარდა. საქმის მასალების მიხედვით, მეგობრები თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ ახალგაზრდა ფერდობზე დასასვენებლად ჩამოჯდა და ამის შემდეგ უკვალოდ გაქრა. მოგვიანებით კი, ოჯახის ინფორმაციით, ერთ-ერთმა მათგანმა აღიარა, რომ პირველ ჩვენებაში სიმართლე არ თქვა.

ოჯახი ვარაუდობს, რომ ახალგაზრდას მეგობრებმა ხელი ჰკრეს და ხევში გადააგდეს.

,,12 წლის გახრწნილ შვილს ვეძებ, ადამიანი არ ხარ? ძვლები მაინც დამამარხინე და ისე გამიშვი ამ ქვეყიდან. სისხლი არ გაქვს? ერთადერთი შვილი დავკარგე, ხმა არ ამომიღია არაფერზე, არავისთვის მიჩივლია. ერთადერთი შვილი დავკარგე, ძლები მაპოვნინე, კაცი არ ხარ? მოითხოვე, რა მოხდა, გამომძიებელი არ ხარ? ერთი ტრაქტორი მიიყვანე. მშობელი ხომ ხარ, მიიტანე გულთან ჩემი ამბავი, მკვდარივით დავდივარ. გამგებელთანაც ვიყავი, გამგებელმაც მასხრად ამიგდო, სოფელი არ გაქვს, ტრაქტორი არ გაქვთო?! წავალ მაშინ, მოვიხმობ ტელევიზიას და ხელით დავიწყებ ჩიჩქვნას, – ამბობს შვილმკვდარიდედა გამომძიებელთან სატელეფონო საუბრისას. 

წყარო: tv პირველი

სრულად წაკითხვა