ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელ ტურში გურამ კაშიას სლოვან ბრატისლავა გასვლაზე მადრიდის ატლეტიკოს შეხვდა და 1:3 დამარცხდა.
სხვათა შორის, ამავე შეხვედრაში ერთ-ერთმა სლოვაკურმა გამოცემამ სლოვანის ფეხბურთელებში ყველაზე დაბალი შეფასება გურამ კაშიას დაუწერა, რაც ასე განიმარტა:
მეორე გოლის მომენტში გურამ კაშია შეცდა, რომელმაც სიტუაცია ადეკვატურად ვერ შეაფასა. ქართველ მცველს თავზე 14 სანტიმეტრით დაბალი ანტუან გრიზმანი გადაახტა. გარდა ამისა, გურამი შეცდა მესამე გოლის ეპიზოდშიც.
- წერს regiony.sme.sk
ცნობისთვის, ამავე გამოცემამ მაქსიმუალური 6 ქულიდან კაშიას 3 დაუწერა.