საქართველოს 15-წლამდე გოგონათა ნაკრები ხორვატიაში გასამართ უეფას განვითარების ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას.
ტატიანა მატვეევას ხელმძღვანელობით ჩვენი გუნდი მოახლოებული მატჩებისთვის სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე 18 ფეხბურთელით ემზადება.
საქართველოს 15-წლამდე ნაკრები 20-დან 25 აგვისტოს ჩათვლით ხორვატიაში სამ თამაშს გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქეები ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხორვატია და ისრაელი იქნებიან.
მეკარე: მელანო ძაძუა (ქსკ საბურთალო), თინიკო ჯაიანი (ბათუმი)
დაცვა: ანასტასია მარგიანი (თეთრიწყარო), ბარბარე მანაგაძე (მართვე), სესილი სვანიძე (კოლხეთი ხობი), თეკლა ხარაზიშვილი (ნორჩები)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო სხირტლაძე (ქსკ საბურთალო), ლინა სურმალიანი (ეძანი), ნინო აბულაძე (ბათუმი), ლიზი ბახტაძე (სპაერი), ნატალია გუგულაშვილი-აფციაური (ფუენლაბრადა ატლანტისი, ესპანეთი), მარიამ დარჩიაშვილი (კვარტალი), თამარ მარუაშვილი (მართვე), თამარ კაპანაძე (ახალგორი), მარიამ ნათაძე (დინამო სოხუმი), ანასტასია ცხოვრებაძე (ნორჩები), სესილი მასხარაშვილი (რუსთავი), მარიტა ჯალაღონია (მტრედები)
nakrebui.ge