ფრანგული გამოცემა FootMercato იტყობინება, რომ პარიზ სენ-ჟერმენის ახალ ვიცე-კაპიტნად ვიტინია დასახელდა. 25 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი მოთამაშეებმა შიდა კენჭისყრის შედეგად აირჩიეს, რაც მიუთითებს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა თანაგუნდელთა დიდი ნდობა მოიპოვა.
კლუბის კაპიტნად კვლავ მარკინიოსი რჩება – 31 წლის ბრაზილიელი მცველი, რომელიც უკვე წლებია პარიზული გრანდის ლიდერია.
ვიტინიამ ვიცე-კაპიტნის სტატუსი მიიღო იმ დროს, როცა პსჟ-ში ახალ ლიდერებს აქტიურად ეძებენ. მან ამ ტურში, „ლილთან“ 1:1 დასრულებულ შეხვედრაში, პარიზელთა ფორმა უკვე მე-100-ედ მოირგო.
პორტუგალიელი ნახევარმცველი კლუბს 2022 წელს „პორტოდან“ შეუერთდა და მას შემდეგ გუნდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად იქცა. ვიტინიას ანგარიშზე უკვე 163 ოფიციალური მატჩია, სადაც გაიტანა 20 გოლი და შეასრულა 18 საგოლე პასი.