"ხვიჩამ შეძლო ის, რასაც ვერ ახერხებს დე ბრუინი" - ენრიკო ფედელე

6 days ago 4

იტალიური ფეხბურთის ცნობილი ფიგურა, „პარმას“ ყოფილი სპორტული დირექტორი და გამოცდილი აგენტი ენრიკო ფედელე, „ნაპოლის“ ახალწვეულ კევინ დე ბრუინზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბელგიელი ვარსკვლავი ჯერ კიდევ ეძებს ოპტიმალურ ფორმას იტალიის ჩემპიონატში.

ფედელეს თქმით, დე ბრუინი ჩემპიონთა ლიგაზე თავისუფალ სივრცეებს ეფექტურად იყენებს და მაღალი დონის შედეგიანობას აჩვენებს, თუმცა სერია A-ში მსგავსი კომფორტი ნაკლებად აქვს.

ბოლო წლებში იტალიურ ფეხბურთზე ზეგავლენის მოხდენა მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიამ შეძლო. ის გამორჩეულია ამ მხრივ. დე ბრუინსაც შეუძლია დიდი გავლენის მოხდენა, მაგრამ მას ადაპტაციისთვის დრო სჭირდება,“ – აღნიშნა ფედელემ.

სრულად წაკითხვა