16 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

4 hours ago 2

გაგაცნობ5 16 მარტის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის.

ვერძი:

მონდომებული და მიზანსწრაფული ხართ. შეძლებთ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას და ინტერესების დაცვას. შესაძლოა, ფულის შოვნის კარგი შანსი გაგიჩნდეთ, რომელიც არ უნდა გაუშვათ ხელიდან.

კურო:

რთულ სიტუაციებში მოუსმინეთ შინაგან ხმას. ეს დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში და პრობლემების მოგვარებაში. გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა თქვენს ავტორიტეტს გაზრდის.

ტყუპები:

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის ან უჩვეულო პროექტის დაწყებისთვის, რომელიც შემოქმედებით მიდგომას მოითხოვს. ადამიანების მოხიბვლას ადვილად ახერხებთ – თქვენი გულწრფელობა გარშემო მყოფებს მაგნიტივით იზიდავს.

კირჩხიბი:

ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ძალებზე დაყრდნობა და რთული საკითხების მარტო გადაჭრა მოგიწევთ. გარშემომყოფები ყურადღებას გიფანტავენ და გაღიზიანებენ, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ურთიერთობები შეზღუდოთ და მარტო იმუშაოთ.

ლომი:

პრობლემის გადაჭრას მხოლოდ არასტანდარტული მეთოდებით შეძლებთ. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება საშუალებას მოგცემთ, რომ რაღაც მნიშვნელოვან და რთულ საკითხში წინსვლას მიაღწიოთ.

ქალწული:

ენერგიით სავსე ხართ, ამიტომ ეცადეთ, ყველაზე რთული საქმე დაიწყოთ, რომელსაც დიდი ხანია, ვერ უმკლავდებით. ნუ დანებდებით, თუ რაღაც პირველივე ცდაზე არ გამოდის.

სასწორი:

დღის პირველი ნახევარი რთული და დაძაბული იქნება. უსიამოვნო სიტუაციები და დაპირისპირებები გელით, თუმცა საღამოს ვითარება შეიცვლება და მოულოდნელ საჩუქრებსა და სიურპრიზებს მიიღებთ.

მორიელი:

მშვიდი და პოზიტიური დღეა, რომელიც ხელსაყრელია დიდი პროექტის დასრულების და საბოლოო პასუხების მისაღებად. შესაძლოა, უჩვეულო, საინტერესო პიროვნებას შეხვდეთ.

მშვილდოსანი: გარშემო მყოფების მიმართ ზედმეტად მკაცრი ხართ და მათგან ზედმეტად ბევრს მოითხოვთ. ეცადეთ, მეტი კომპრომისი გამოიჩინოთ, რათა დაპირისპირებები აირიდოთ.

თხის რქა:

სწრაფი და პრინციპული მოქმედების დამსახურებით შეიძლება ამ დღეს ზოგ რთულ საკითხში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიოთ. ყურადღება მიაქციეთ ბედისწერის მინიშნებებს და უსმინეთ საკუთარ ინტუიციას.

მერწყული:

ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა. პლანეტების განლაგება საშუალებას მოგცემთ, რომ დიდი მოცულობის სამუშაო სწრაფად და ხარისხიანად შეასრულოთ.

თევზები:

მოემზადეთ რთული და კონფლიქტური დღისთვის. უახლოეს ადამიანებთან ურთიერთობაშიც კი დაპირისპირება გელით. ეცადეთ, ნაკლები ისაუბროთ და გარშემო მყოფები არ აკრიტიკოთ.

სრულად წაკითხვა