საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, 10 და 12 სექტემბერს, ბაქოს ოლიმპიური სტადიონის სარეზერვო მოედანზე, მასპინძელი ნაკრების გუნდთან ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. 10 რიცხვში, 16-წლამდელები მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ, ხოლო დღევანდელი მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
შეხვედრაში ანგარიში მე-18 წუთზე, დემეტრე ქურასბედიანმა გახსნა, აქედან მალევე, სხვაობა ორამდე ალექსანდრე ჩიქოვანმა გაზარდა და საბოლოო ანგარიში ისევ დემეტრე ქურასბედიანმა დააფიქსირა - 0:3. გიორგი ჩიტაურის გუნდი, მომდევნო მატჩებს, 9 და 11 ნოემბერს, შინ, მოლდოვის 16-წლამდე ვაჟთა ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.