17-წლამდე გოგონათა ნაკრები რუსთავში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

4 days ago 2

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

16 და 19 სექტემბერს, ჩვენი გუნდი სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში სომხეთის ასაკობრივ ნაკრებს უმასპინძლებს. ორივე მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

17-წლამდელთა მთავარმა მწვრთნლემა, სალომე ხუბულურმა მოახლოებული მატჩებისთვის ნაკრებში 21 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: ელენე ბონდარევა (ნორჩები), ანასტასია გოგელია (კოლხეთი ხობი)

დაცვა: ელენე ბოლქვაძე (ბათუმი), ანა მამულაშვილი (ახალგორი), მარიამ ღუნაშვილი (ახალგორი), ნინი ვეკუა (ნორჩები), ნინო ნადარაია (კვარტალი), მარიამ მელაძე (რუსთავი)

ნახევარდაცვა: მარიამ გასანოვა (კვარტალი), ანა დოლიშვილი (ახალგორი), ნინიკო ჩხეტიანი (რუსთავი), ანასტასია ბუჩუკური (ნიკე-ლუსო), ნატო გუტიკაშვილი (რუსთავი), ანი დავითულიანი (სამეგრელო), ლიზი კაკულია (დინამო სოხუმი)

თავდასხმა: თეკლა ბერიძე (ნიკე-ლუსო), სესილი გაბრელიანი (ახალგორი), ანა გრიგალაშვილი (თეთრიწყარო), ანა-თამარა ქურასბედიანი-ბოლოთაშვილი (ლევანტე ბადალონა), ბარბარე ბერუაშვილი (თეთრიწყარო), ანანო წიქარიძე (ლანჩხუთი)

nakrebi.ge

სრულად წაკითხვა