„174-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას და პროტესტის გამოსახატად დავდგებით სკოლის წინ” – თვითმმართველობა

2 weeks ago 16

1

სკოლებში გაფიცვები სავარაუდოდ დღესაც გაგრძელდება. 174-ე საჯარო სკოლის თვითმმართველობა სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ დილის დილის 8 საათიდან, სკოლის წინ, მოსწავლეები იკრიბებიან:

“საქართველოს მოწოდება, იყო, არის და იქნება ევროპული გზა!174-ე საჯარო სკოლის თვითმმართველობა გმობს და ემიჯნება საქართველოს ევროპული კურსიდან გადახვევას და იფიცება.3 დეკემბრიდან 174-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას და პროტესტის გამოსახატად დავდგებით სკოლის წინ დილის რვა საათზე რათა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია.ჩვენი მოთხოვნაა საქართველო დაუბრუნდეს, ევროპულ კურსს! ჩვენი მოთხოვნაა ეროვნულ საგამოცდო პროგრამაში დაბრუნდესანტი-რუსული ნაწარმოებები და წლები! ჩვენი მოთხოვნაა შეწყდეს მშვიდობიან აქტივისტებზე უმოწყალო ძალადობა! ჩვენი მოთხოვნაა გათავისუფლდნენ უსამართლოდ დაპატიმრებული მოქალაქეებისიკეთე ყოველთვის გაიმარჯვებს რუსეთზე, ეს გვინახავს წარსულში და ვნახავთ ახლაცრა თქმა უნდა მოსწავლეებს რომლებსაც სურთ სასწავლო პროცესზე დასწრება, არ შეექმნებათ პრობლემა, ჩვენ არანაირ პროპაგანდას არ ვეწევით! ხოლო ვისაც სურს გაპროტესტება იმ უმსგავსობის რაც დღეს ჩვენს სამშობლოში ხდება ყველას შეუძლია შემოგვიერთდეს.გელოდებით 3 დეკემბერს, დილის 8 საათიდან” ნათქვამია განცხადებაში.

სრულად წაკითხვა