ე.წ კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმის მკვლელობა თბილისის ცენტრში – “პირველების” ექსკლუზიური კადრები მოიპოვა.
სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებში ჩნას, რომ ლევან ჯანგავაძე თანმხლებ პირთან ერთად გადადგილდება, ისინი ჭავჭავაძის 7 ნომერში მდებარე სადარბაზოდან გამოდიან, სადაც ისინი “პირველების” ინფრომაციით, პანაშვიდზე იმყოფებოდნენ და
როგორც კადრებით დგინდება, აღნიშნულ ტერიტორიაზე ჭავჭავაძის 9 ნომერში, მას ჩასაფრებული მამაკაცი ხვდება, რომელიც ორ მამაკაცს ადევნებას უწყობს, რამდენიმე წუთში იღებს იარაღს და რამდენჯერმე, დამიზნებით ესვრის ლევან ჯანგავაძეს. მკვლელს სავარაუდოდ, სილიკონის ნიღაბი უკეთია. სროლის შემდეგ, როგორც კადრებში ჩანს, მამაკაცი ტოვებს ტერიტორიას და პარალელურ ქუჩაზე გადარბის. მას ახლა გომელაურის პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს.
ლევან ჯანგველაძე ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, მიწისქვეშა გადასასვლელთან გუშინ ღამით 23:33 წუთზე მოკლეს, მას ათამდე ტყვია აქვს მოხვედრილი. “პირველების” ინფორმაციით, ამოღებულია ტყვიის მასრები.
როგორც “ტვ პირველს” პირად საუბრებში ოჯახთან დახლოებული პირები ეუბნებიან, სისხლიანი ანგარიშსწორება ბიზნესდავებს უკავშირდება და არანაირი კავშირი არ აქვს ე.წ. კრიმინალურ სამყაროს შორის დაპირისპირებასთან.
ირკვევა, რომ ლევან ჯანგველაძე იყო ბიზნესმენი, ის რუსეთში ცხოვრობდა და თბილისში რამდენიმე დღით იყო ჩამოსული.
ცნობისთვის, მომხდარისას მსუბუქად დაიჭრა ერთი პირი, რომელსაც ბრმა ტყვია მოხვდა. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.