უმცროსი ბორჯღალოსნები აპრილში საფრანგეთში გაემგზავრებიან და საკურორტო ქალაქ ვიშში ექვსი ერის ფესტივალზე ითამაშებენ.
ფესტივალში საქართველოსა და ექვსი ერის ქვეყნებთან (ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, იტალია) ერთად, წელს პორტუგალიის ნაცვლად ესპანეთი ითამაშებს.
საქართველომ 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე პირველად შარშან ითამაშა და ერთი თამაში მოიგო - საფრანგეთთან 20:19, შოტლანდიას (14:22) და ინგლისს (19:26) კი მცირედით ჩამორჩა.
წლევანდელი ფესტივალი 10 აპრილს საქართველოსა და იტალიის მატჩით გაიხსნება; 14 აპრილს უელსს ვეთამაშებით; 18 აპრილს კი ირლანდიას ვერკინებით.
ფესტივალისთვის უკეთ მომზადების მიზნით, უმცროსი ბორჯღალოსნები ორ შეკრებას გამართავენ. პირველი შეკრება 24-28 თებერვალს გაიმართება, ხოლო მეორე ხანგრძლივი შეკრება 10 მარტს დაიწყება და 4 აპრილს დასრულდება. ზურაბ ამონაშვილის შეგირდები საფრანგეთში 7 აპრილს გაემგზავრებიან.
RUGBY.GE