Hola-მ ინტერვიუ ჩამოართვა UFC-ის ქართველ ჩემპიონ ილია თოფურიას, რომელმაც არაერთი საინტერესო საკითხი მიმოიხილა.
გთავაზობთ ამონარიდს, სადაც თოფურია საკუთარი ოჯახისა და წარმომავლობის შესახებ საუბრობს:
დღეს ჩემი სახე იმ ფასეულობებმა განაპირობა, რომლებიც წლების წინ ოჯახმა ჩამინერგა. ეს ფასეულობებია მონდომება, თავდადება, პატივისცემა და პატიოსნება, რაც ჩემი ყოველდღიურობა გახლავთ.
რომ დაფიქრდე, მეტოქის დაფასება და პატივისცემა საუკეთესო გზაა შენი თავის წარმოსაჩენად და მეც ამას ვაკეთებ როგორც სპორტში, ისე პირად ცხოვრებაშიც.
- ილია თოფურია.