ნიკოლო ფაჯიოლი იუვენტუსიდან ფიორენტინაში გადავიდა

3 hours ago 1

ტურინის იუვენტუსმა ნიკოლო ფაჯიოლი ფიორენტინაში სეზონის ბოლომდე საიჯარო ხელშეკრულებაზე დაყრდნობით გაუშვა.

მას შემდეგ, რაც ფაჯიოლის ფსონების განთავსებისთვის 7-თვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს და იუვეშიც ტიაგო მოტა მივიდა, ახალგაზრდა მოთამაშეს სათამაშო დრო აღარ ეძლეოდა, ფიორეში კი ფაჯიოლის გარანტირებულ წუთებს დაპირდნენ.

თავის მხრივ, ფიორენტინაც ფაჯიოლის შეძენა ედოარდო ბოვეს დაკარგვის გამო დასჭირდა, რომელსაც გულში სტენდი ჩაუდგეს, ასე თამაში კი სერია A-ში აკრძალულია.

სრულად წაკითხვა