ჟოაუ ფელიში სეზონის ბოლომდე მილანში ითამაშებს

3 hours ago 1

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პორტუგალიელი ვინგერი, ჟოაუ ფელიში სეზონის ბოლომდე მილანში ითამაშებს.

აქამდე იწერებოდა, რომ ჩელსის საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელი ასტონ ვილაში უნდა გადასულიყო, თუმცა საბოლოოდ ტრანსფერი მილანელებმა გაჩარხეს.

საგულისხმოა, რომ საიჯარო ხელშეკრულებაში გამოსყიდვის ოფცია ჩადებული არ იქნება. შესაბამისად, სეზონის ბოლოს ფელიში ჩელსიში დაბრუნდება.

რაც შეეხება ფასს, იტალიელებს ფელიშის სანაცვლოდ 5 მილიონ ევრომდე მოუწევთ გადახდა.

სრულად წაკითხვა