საქართველოს 19-წლამდე ნაკრების კარის დარაჯი, გიორგი ყავლაშვილი ბელგიის ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე ისტორიულ კლუბ უნიონ სენტ-ჟილში გადავიდა, რომელიც ახლა ჩემპიონატის მესამეადგილოსანია.
გიორგი ყავლაშვილმა „უნიონ სენტ-ჟილესთან“ კონტრაქტი გააფორმა. ეს ბელგიაში დაბადებული ქართველი მეკარისთვის პირველი პროფესიული ხელშეკრულებაა.
18 წლის ყავლაშვილი ახალ კლუბში გადასვლამდე „ვესტერლოსა“ და „ანტვერპენის“ ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა. კონტრაქტი 2028 წლამდეა გათვლილი – ყავლაშვილი გუნდის მეოთხე მეკარე იქნება. მოგესალმებით, გიორგი.
- წერს კლუბი.