19 ტონა ვადაგასული ხორცპროდუქტის რეალიზაციის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

5 days ago 28

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს.

საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის რეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქისგან შეიძინა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში გაყინული საქონლის პროდუქცია, რომელსაც თბილისის ერთ-ერთ სამაცივრე საწყობში ინახავდა და ეტაპობრივად საკუთარ ხორცის მაღაზიაში გადაჰქონდა გაყიდვის მიზნით.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებულის კუთვნილი მაღაზიიდან და სამაცივრე საწყობიდან დიდი ოდენობით ვადაგასული პროდუქცია ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

სრულად წაკითხვა