19 წლის ბიჭმა ოჯახის 3 წევრი მოკლა და 30 ბავშვის მკვლელობას გეგმავდა! – რა თქვა მან სასამართლო პროცესზე?

1 month ago 19

ბრი­ტა­ნელ მო­ზარდს, რო­მელ­მაც თა­ვი­სი ოჯა­ხის სამი წევ­რი მოკ­ლა, 49 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს. 19 წლის ნი­კო­ლას პროს­პერ­მა, 2024 წლის 13 სექ­ტემ­ბერს, სა­კუ­თარ სახ­ლში ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლა დედა, 48 წლის ჯუ­ლი­ა­ნა ფალ­კო­ნი, 16 წლის ძმა, კა­ი­ლი და 13 წლის და, ჟი­ზე­ლი.

და­ნა­შა­უ­ლის ად­გილ­ზე პო­ლი­ცია მე­ზო­ბელ­მა გა­მო­ი­ძა­ხა. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ბი­ნა­ში ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­ვიდ­ნენ.

უმ­ცრო­სი დის ცხე­და­რი სა­სა­დი­ლო მა­გი­დის ქვეშ იპო­ვეს, ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ გო­გო­ნა და­მალ­ვას ცდი­ლობ­და. 16 წლის კა­ი­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში იპო­ვეს, მას და­ნით 100-ზე მეტი ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

დამ­ნა­შა­ვე მკვლე­ლო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, სკო­ლას­თან ახ­ლოს და­ა­კა­ვეს. მო­ზარ­დმა პო­ლი­ცი­ას გა­ნუ­ცხა­და, რომ წმინ­და ჯო­ზე­ფის და­წყე­ბი­თი სკო­ლის 30 მოს­წავ­ლის მოკ­ვლა­საც გეგ­მავ­და. ინ­ტერ­ნეტ­ში პროს­პე­რის და­კა­ვე­ბის კად­რე­ბიც ვრცელ­დე­ბა.

“თქვე­ნი ამ­ბი­ცია იყო ცნო­ბა­დო­ბა. გინ­დო­დათ, რომ 21-ე სა­უ­კუ­ნის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი მკვლე­ლის სა­ხე­ლი მო­გე­პო­ვე­ბი­ნათ. ამ სა­ში­ნელ ამ­ბი­ცი­ას თქვე­ნი დე­დის, დისა და ძმის სი­ცო­ცხლეც ემსხვერ­პლა” – გა­ნა­ცხა­და მო­სა­მარ­თლე ჯას­ტის ჩიმა-გრაბ­მა. პრო­კუ­რორ­მა და­ნა­შა­ულს “21-ე სა­უ­კუ­ნის უდი­დე­სი ხოც­ვა-ჟლე­ტა“ უწო­და.

ფსი­ქი­ატ­რის გან­ცხა­დე­ბით, პროს­პერს “ემ­პა­თი­ი­სა და სი­ნა­ნუ­ლის უკი­დუ­რე­სი ნაკ­ლე­ბო­ბა” აქვს, რაც ფსი­ქო­პა­თი­ურ ტენ­დენ­ცი­ებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა. მი­სი­ვე თქმით, ბრალ­დე­ბუ­ლი ავ­ლენ­და აუ­ტის­ტუ­რი სპექტრის აშ­ლი­ლო­ბის (ASD) ყვე­ლა სიმპტომს, მაგ­რამ დი­აგ­ნო­ზი არ და­უდ­გინ­და.

სრულად წაკითხვა