» ჯანქი » 19 წლის გოგო, რომელსაც მდინარე რიონში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
19 წლის გოგო, რომელსაც მდინარე რიონში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
მეხანძრე-მაშველებმა ცხედარი მდინარე რიონში ნახეს.
სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები დილიდან ჩაერთნენ. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები.
19 წლის გოგოს ძებნა გუშინ, ღამით, ბალახვნის ხიდის მიმდებარედ დაიწყო და ძებნა მიმდებარე პერიმეტრზე გაგრძელდა.
წყარო: primetime.ge