2-კვირიანი ძებნის შემდეგ, ავარიის შედეგად, მტკვარში გადავარდნილი მძღოლის ცხედარი იპოვეს – საგანგებო

2 days ago 8

Skip to content

16.06.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

2-კვირიანი ძებნის შემდეგ, მეხანძრე-მაშვენებმა იპოვეს მტკვარში გადავარდნილი ადამიანის ცხედარი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოებში 100-ზე მეტი მაშველი და მყვინთავები იყვნენ ჩართულები, რომლებიც შესაბამისი ტექნიკითხა და სოეციალური აჟჭურვილობით, 24-საათიანი რეჟიმით ეძებდნენ გადავარდნილ მძღოლს.

ინციდენტი 2 ივნიის, თბილისში, მარცხენა სანაპიროზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქემ ავარიული ვითარება შექმნა და დაეჯახა იქვე მოძრავ ავტომობილს, რომლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მტკვარში გადავარდა.

პოლიციამ მძღოლი, რომლის გამოც გარდაცვლილი მდინარეში გადავარდა, მიმხდარიდან 2 დღის შემდეგ, 4 ივნისს დააკავა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს.

სრულად წაკითხვა