ქართული ოცნების ლიდერი, ირაკლი კობახიძე, ისევ ამტკიცებს, რომ დიფ სთეითსმა საქართველოსგან მოითხოვა ომში ჩართვა, თანაც ორჯერ და ამბობს:
„რაც შეეხება დიფ სთეითს და იმას, თუ ვინ დარეკა ომში ჩართვასთან დაკავშირებით. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ომში ჩართვასთან დაკავშირებით არ დაურეკავთ, თავის დროზე დარეკეს იმ დროს, როდესაც დაიგეგმა გახარიას გადაყენება შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან. მაშინ იყო ზარი. რაც შეეხება ომში ჩართვას, ომში ჩართვის შესახებ მოთხოვნა დაგვიყენეს შეხვედრაზე. ეს არ იყო ზარი. ეს იყო შეხვედრა, რომელიც შედგა თბილისში, იყო ორი ასეთი შეხვედრა, ერთ-ერთს მეც ვესწრებოდი. ეს არ იყო ზარი, ეს შემიძლია დაგიზუსტოთ“

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·