"20-ზე მეტი დაღუპულია" - უკრაინის ქალაქ სუმის ცენტრზე ავიაერიში განხორციელდა

1 day ago 3

13 აპრილს, დილით, უკრაინის ქალაქ სუმის ცენტრზე რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ავიაიერიში მიიტანეს.

„ავიადარტყმის შედეგად ბევრი დაღუპულია. მტერმა კვლავ დაარტყა მშვიდობიან მოსახლეობას“, - წერს სუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არტემ კობზარი.

მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ცნობილია 20-ზე მეტი დაღუპულის შესახებ.

სუმის ცენტრი, 13 აპრილი 2025 წელი

სუმის ცენტრი, 13 აპრილი 2025 წელი

სუმის ოლქის ადმინისტრაცია იტყობინება, რომ სუმის ცენტრზე იერიში განხორციელდა ორი ბალისტიკური რაკეტით. არიან დაჭრილები და დაღუპულები. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.

უკრაინის ქალაქ სუმის ცენტრზე რუსეთის ძალებმა დარტყმა განახორციელეს მარტის ბოლოსაც, რა დროსაც დაიჭრა სულ მცირე 65 ადამიანი, მათგან 14 ბავშვი.

აპრილის დასაწყისში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ავიაიერიში მიიტანეს კრივოი როგზე. სარაკეტო იერიშს 20 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 9 ბავშვი.

სრულად წაკითხვა