ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:
შიგადაშიგ ნაცები მათი პერიოდის ოპოზიციის ან მათ მიმართ კრიტიკაულად განწყობილი ადამიანების ბოსტანში კენჭს გადმოაგდბენ, ხოლმე, 2012 წელს როგორ ვერ ხვდებოდით, რომ ივანიშვილი რუსული პროექტი იყოო, ჩვენ ხომ გაფრთხილებდითო. ანუ ვინც მიშას აკრიტიკებდით, თქვენი ბრალია, რა დღეშიც ვართო.
თან არ დაასრულეს. დღეს ერთ ასეთს დავუწერე პასუხად და აქაც დავაკოპირებ:
მეც მაინტერესებს, 2003-2008 წლებში თქვენ რატომ ვერ ხვდებოდით, რომ რუსული პროექტი იყო და მისგან ფულს რატომ იღებდით?
“ვარდების რევოლუციიდან” პირველ წელს ჩვენ რომ გვატყუებდით, სოროსი აფინანსებს მთავრობის ხელფასებსო და თურმე ივანიშვილის ფული ყოფილა? ჯარი და პატრული ჩვენ აღვჭურვეთო და თურმე ივანიშვილის ფული ყოფილა?
2008 წლამდე რატომ დადიოდა მასთან შუშის სასახელში ვანო მერაბიშვილი და ანგარიშებს რატომ აბარებდა და ყველა კაპრიზსს უსრულებდა? (მაგალითად, მისი მოთხოვნით დაიჭირეს მისივე ქვისლი და ა.შ.).
ერთხელ გვარამიამ მოყვა, პროკურორის მოადგილე როდესაც ვიყავი, ბადრიზე აღძრული საქმის მასალებს ვუგზავნიდი ივანიშვილსო. არადა, კანონით ამ ინფორმაციის მიღების უფლება მარტო მხარეებს აქვთ.
და ვინ იცის კიდევ რამდნი იყო ასეთი.
ჰოდა, რატომ ვერ ხვდებოდით მაშინ, რომ რუსული პროექტი იყო?
და არ გვინდა ეგ ზღაპრები, რომ ახლოს გვყავდა და ამით ვაკონტორლებდითო.
მაგრად კი გააკონტოელეთ!
თან მაშინ ვინ ვის აკონტროლებდა ჯერ კიდევ საკითხავია.
2003-2008 წლეებშიც ივანიშვილი ფაქტობრივად არაფორმალური მმართველი იყო, ფულს ის აძლევდა მთავრობას და ვანოს ხელით ანგარიშსაც იბარებდა.
და კიდევ, თქვენ მართლა გჯერათ, რომ დღემდე მიშა რომ დარჩენილიყო ხელისუფლებაში, როგორც აპირებდა (ანუ პუტინივით პრემიერად რომ უნდოდა გადასვლა, რისთვისაც შეცვალა კონსტირუცია) ევროკავშირში ვინმე მიგვასუნინებდა?
წარმოიდგინეთ, დღეს იქნებოდა მიშას მმართველობის 21-ე წელი.
რაის ევროკავშირი! ხომ კარგად ხართ?!