2023 წელს ევროპაში ჯიჰადისტების სულ მცირე 10 თავდასხმა აღიკვეთა - ჰოლანდიის დაზვერვა

1 week ago 11

დაზვერვამ აღკვეთა მინიმუმ 10 ჯიჰადისტური თავდასხმა მთელ ევროპაში გასულ წელს, იმ ფონზე, როცა ისრაელსა და "ჰამასს" შორის მიმდინარე ომმა გაზარდა შემდგომი თავდასხმების საფრთხე, განაცხადა ჰოლანდიის სადაზვერვო სააგენტომ (AIVD) სამშაბათს, 23 აპრილს.

თავდასხმათა გეგმები მოიცავდა ადამიანების დაჭრას და შენობებსა და ღონისძიებებზე თავდასხმისთვის მზადებას, ნათქვამია AIVD-ის წლიურ ანგარიშში, დამატებითი დეტალების გარეშე.

“მობილიზაცია გამოიწვია ორმა საკითხმა: ყურანის დაწვამ ნიდერლანდებსა და ევროპის სხვა ქვეყნებში და კონფლიქტმა ისრაელსა და ჰამასს შორის“, - თქვა ჰოლანდიურმა სააგენტომ.

შვედეთმა ტერორისტული საფრთხის განგაში, მეორე უმაღლეს დონეზე აიყვანა აგვისტოში, მას შემდეგ რაც ქვეყანაში ყურანის დაწვამ და სხვა აქტებმა მუსლიმები აღაშფოთა და ჯიჰადისტების მუქარა გამოიწვია.

ოქტომბერში ბრიუსელში ორი შვედი ფეხბურთის გულშემატკივარი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. სავარაუდოდ, მკვლელობა ჩაიდინა მამაკაცმა, რომელიც თავს „ისლამური სახელმწიფოს“ ჯიჰადისტური ჯგუფის წევრად ასახელებდა.

ასევე ოქტომბერში, 20 წლის მამაკაცმა სასიკვდილოდ დაჭრა მასწავლებელი და მძიმედ დაჭრა ორი ადამიანი ჩრდილოეთ საფრანგეთის ქალაქ არასის სკოლაში თავდასხმის დროს, რაც პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაგმო, როგორც "ბარბაროსული ისლამური ტერორიზმი".

სრულად წაკითხვა