2024 წლის დეკემბერში წლიური ინფლაცია 1.9% იყო

1 week ago 5

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 3 იანვარს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2024 წლის დეკემბერში წლიური ინფლაცია 1.9% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – სამომხმარებლო ფასები 0.7%-ით გაიზარდა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (6.4%-იანი ზრდა); ჯანმრთელობის დაცვა (3.7% ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (3.6%-იანი ზრდა); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (3.2%-იანი კლება); და კავშირგაბმულობა (12.7% იანი კლება).

რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, აქ ფასების ჩამოყალიბებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებზე ფასების ცვლილებამ იქონია: ჯანმრთელობის დაცვა (1.4% ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (1.3%-იანი ზრდა); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (1.8%-იანი კლება).

რაც შეეხება სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფს, ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე:  ბოსტნეული და ბაღჩეული (5.3 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (3.0 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (2.4 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.0 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.6 პროცენტი), თევზეული (0.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-1.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-0.5 პროცენტი).

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა