საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველომ 768.6 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მიიღო (Iკვარტალი -194.3მლნ II კვარტალი – 574.3მლნ), რაც გასული წლის პირველ ნახევარში მიღებულ ინვესტიციასთან 1.165 მლრდ შედარებით ( Iკვარტალი -645.0 მლნ II კვარტალი – 520.8 მლნ) 34%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

რაც შეეხება II კვარტალის შედეგებს, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 574.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 10.3%-ით მეტია. საქსტატის ანგარიშის თანახმად, II კვარტალში ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის გაზრდით. 2024 წლის II კვარტალში სააქციო კაპიტალმა 101.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17.6 %ია. რეინვესტიციამ – 451.3 მლნ. აშშ დოლარი და მისი წილი 78.6 %-ით განისაზღვრა.

2024 წლის მეორე კვარტალში პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო – 266.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 46.4 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება იაპონია – 59.2 მლნ. აშშ დოლარით (10.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე მალტა – 37.9 მლნ. აშშ დოლარით (6.6 პროცენტი). სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 63.3 პროცენტს შეადგენს.