2025 – თქვენი ახდენილი ოცნებების წელი …

1 month ago 11

ახალი წელი, ზამთარი, თოვლი, ბუხარი…

თითქოს ზღაპარში ვარ…

ვუყურებ ცეცხლის მოცეკვავე ალს და ფიქრი თავისით მოდის.

ვაჯამებ ძველ წელს და მომავალზე მეფიქრება. ვხატავ მომავალს: ფერადს, ბრჭყვიალას, საოცნებოს. სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის ტანში. საოცარი რამ არის ოცნება, ისეთი რეალური შეგრძნებები მოაქვს თან, რომ აი, თითქოს ხელს გავიშვერ და შევეხები, აქვეა ჩემ წინ ერთი ხელის გაშვერაზე.

ხშირად ზრდასრული ადამიანები არ ოცნებობენ, მათ არ სურთ დროის ფუჭად კარგვა, ისინი რეალისტები უნდა იყვნენ.

რეალურ სამყაროში კი თითქოს ოცნებისთვის დრო არ რჩებათ.

არადა,  ოცნებას შენ ქმნი და აი, აქ შენს მინი სამყაროში, ხდები შემოქმედი.

საკუთარი ცხოვრების შემოქმედი.

იოცნებეთ!!!

სამყაროსთვის არ არსებობს დიდი და პატარა ოცნებები.

აქ ლიმიტები და საზღვრები არ არსებობს…

იოცნებეთ დიდზე…

ყველა დიდი ადამიანი ვინც კი რაიმე შექმნა, იყო გამოუსწორებელი მეოცნებე.

დაივიწყეთ ფრაზები: „შეუძლებელია“, „არ გამომივა“ „ვერ შევძლებ“…

გახსოვდეთ, რომ ადამიანმა მთვარეზე გაისეირნა და დედამიწას კოსმოსიდან დაუქნია ხელი.

იოცნებეთ !!!

ოცნებები განხორციელებადია…

ოცნებები ხდება…

აქციეთ თქვენი ოცნება ცხოვრების მიზნად .

და შემდეგ, შემდეგ დაიწყეთ მოქმედება მის ასახდენად.

დაე 2025 წელი იყოს თქვენი ახდენილი ოცნებების წელი…

თამარა ქურდაძე

26pm

Enter

სრულად წაკითხვა