ბარსელონას 17 წლის სუპერვარსკვლავმა ლამინე იამალმა მომავალი წლის გეგმებზე ისაუბრა.
"2025 წელს მინდა გოლების რიცხვი გავზარდო და ამ კომპონენტში გამოვასწორო სიტუაცია, ყველა თამაშში გოლის გატანა მინდა! საგოლე პასების მხრივვ კარგი წელი მქონდა, მაგრამ გოლებში მოსამატებელი მაქვს და ჩემი გეგმაც ეს არის", - განაცხადა იამალმა.
შეგახსენებთ, საკლუბო დონეზე ჩატარებულ 21 მატჩში ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში თავი 6 გოლითა და 12 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.