US American dollars.
Photo: Ministry of Finance/Facebook.ეროვნულმა ბანკმა 25 სექტემბერს განაცხადა, რომ 2026 წლის აგვისტოში მან 555.6 მლნ აშშ დოლარი შეიძინა, რის შედეგადაც მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ აგვისტოს მდგომარეობით 8.14 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
ბანკის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ჯამურმა წმინდა შესყიდვამ 3.12 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
ეროვნულმა ბანკმა გაიმეორა, რომ „საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია“ და რომ „როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის“.
2026 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება: იანვარი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 86.6 მლნ აშშ დოლარი; თებერვალი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 429.3 მლნ აშშ დოლარი; მარტი – Bmatch-ით წმინდა გაყიდვა 16.2 მლნ აშშ დოლარი; აპრილი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 333.3 მლნ აშშ დოლარი; მაისი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 632.9 მლნ აშშ დოლარი; ივნისი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 612.6 მლნ აშშ დოლარი, და ივლისი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 488.2 მლნ აშშ დოლარი.
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 26 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.
This post is also available in:
Read Next
22/09/2026 - 19:02
კახეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე ყურძნის ჩაბარების ფასები დაკორექტირდა
21/09/2026 - 17:53
2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 8.4%-ით გაიზარდა
18/09/2026 - 13:55
საქსტატი: 2026 წლის მეორე კვარტალში მშპ 6.9%-ით გაიზარდა
17/09/2026 - 18:54
ხელისუფლების წარმომადგენლები 2036 წლისთვის ელექტროენერგიის გენერაციის „2.5-ჯერ“ გაზრდას ვარაუდობენ
15/09/2026 - 17:00
აგვისტოში საქართველოში ფულადი გზავნილები 8.2%-ით გაიზარდა, ევროკავშირი და აშშ კვლავ ლიდერობენ
14/09/2026 - 20:00
civil ახალი ამბები