„საქსტატის“ მიერ 21 სექტემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 17.926 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.4%-იანი მატებაა.
„საქსტატის“ მონაცემებით, ექსპორტი 22.1%-ით გაიზარდა და 5.42 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 3.4%-ით, 12.50 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 7.08 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.5%-ია.
საანგარიში პერიოდში უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთია, რომელთანაც ექსპორტის მოცულობამ 577.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. შემდეგ მოდიან ჩინეთი (543.7 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (500.7 მლნ აშშ დოლარი). 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 68.8% შეადგინა.
2026 წლის იანვარ-აგვისტოში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1.34 მლრდ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 24.9%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 688.9 მლნ აშშ დოლარით (12.7%), ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 403.1 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 7.4%).
იმავე პერიოდში, ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.2% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1.91 მლრდ აშშ დოლარი), რუსეთი (1.53 მლრდ აშშ დოლარი) და აშშ (1.51 მლრდ აშშ დოლარი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2026 წლის იანვარ-აგვისტოში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 2.36 მლრდ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 18.9% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1.16 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 9.3%), ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები 468.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.7%).
civil ახალი ამბები