2027 წლიდან რეგიონებში წყლის ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს 

14 hours ago 8

„ქართული ოცნების“ მთავრობის ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე ამბობს, რომ სახელმწიფოს კუთვნილი წყლის მიმწოდებელი „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დანახარჯი ბევრად მეტია, ვიდრე მისი შემოსავლები.

მან სადავო პარლამენტში ინტერპელაციის დროს სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ ტარიფის გაზრდის მოთხოვნით მარეგულირებელ კომისიას მიმართავენ.

„დღეს თბილისში არსებული ტარიფები მკვეთრად განსხვავდება რეგიონში არსებული ტარიფებისგან, მაშინ, როდესაც რეგიონებში წყლის მიწოდება გაცილებით უფრო მეტ კაპიტალ-დანახარჯს მოითხოვს, ვიდრე ეს არის თბილისი. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა არის მნიშვნელოვანი გამომდინარე იქედან, რომ ვერ უზრუნველყოფს კომპანია თავისი საოპერაციო ხარჯების მინიმალურ გასტუმრებასაც კი დღეს არსებული ტარიფებით“, - თქვა სოხაძემ.

იმ დასახლებებში, სადაც მოსახლეობას წყალს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ აწვდის, წყლის ტარიფი არ გაზრდილა 2011 წლის შემდეგ.

  • 1მ3-ის ფასი 0,423 ლარია;
  • გაუმრიცხველიანებელი აბონენტი იხდის სულზე 2,03 ლარს.

დედაქალაქში გამრიცხველიანებული აბონენტების ტარიფი მსგავსია, თუმცა მნიშვნელოვნად აღემატება კომერციული მომხმარებლებისა და გაუმრიცხველიანებელი აბონენტების ტარიფები.

რევაზ სოხაძის თქმით, ახალი ტარიფის დადგენის მოთხოვნით სემეკს 2026 წელს მიმართავენ, ახალი ფასები კი 2027 წლიდან ამოქმედდება. საბოლოო გადაწყვეტილება სემეკმა უნდა მიიღოს - გადაწყვეტილების მიღების დროს ითვალისიწნებენ კომპანიის დანახარჯებსა და ინვესიტირების გეგმას.

სრულად წაკითხვა