21-23 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში კიდევ უფრო დაცხება

9 hours ago 4

აღმოსავლეთ საქართველოში 21-23 ივლისს მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ინოპტიკოსთა პროგნოზით, ბარში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 38-40, მთაში კი 34-36 გრადუსს მიაღწიოს.

„ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

კომენტარები

სრულად წაკითხვა