აშშ-ის საოლქო სასამართლომ USAGM-ი დაავალდებულა, გადარიცხოს რადიო თავისუფლებას თანხა საფინანსო წლის დარჩენილი პერიოდისთვის

9 hours ago 3

აშშ-ის საოლქო სასამართლოს მოსამართლემ, როის ლამბერტმა USAGM-ს დაავალა, გადაურიცხოს რადიო თავისუფლებას თანხა საფინანსო წლის დარჩენილი პერიოდისთვის.


სასამართლომ დააკმაყოფილა აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) წინააღმდეგ რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების (RFE/RL) მიერ შეტანილი სარჩელი.


სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსამართლემ USAGM-ს დაავალა, დროულად გადაირიცხოს რადიო თავისუფლებისთვის კონგრესის მიერ 2025 საფინანსო წლისთვის გამოყოფილი დარჩენილი თანხა.

მოსამართლე ლამბერტი წერს: „რამდენადაც ამ სასამართლოსთვის ცნობილია, უპრეცედენტოა სააგენტოს მოთხოვნა, დარეგულირდეს გრანტის მიმღებ ორგანიზაციასთან ათწლეულების განმავლობაში არსებული სამუშაო ურთიერთობა სრულიად ახალი პირობებით და შემდეგ შეწყვიტოს რეაგირება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სააგენტო კანონით ვალდებულია, ამ კონკრეტულ ორგანიზაციას გამოუყოს კონგრესის წლიური ასიგნაციები”.
სასამართლომ განაცხადა, რომ „USAGM-ის მიერ დაფინანსების ვალდებულებების აშკარა უგულებელყოფამ“ გამოიწვია რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფლებიდან „მასობრივი დათხოვნა, პროგრამების გაუქმება და გარდაუვალი ზიანი მიაყენა გლობალურ გავლენას, რომელიც რადიო თავისუფლებამ ათწლეულების განმავლობაში შექმნა“.


აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს დროებითმა მმართველობამ მარტში გამოაცხადა, რომ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას გაუყინა თანხა კონგრესის მიერ დამტკიცებული დაფინანსებიდან.
ამას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 14 მარტს გამოცემული განკარგულება, შეამციროს შვიდი ფედერალური სააგენტო, მათ შორის USAGM-ი, რომელიც ზედამხედველობას უწევს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას, ამერიკის ხმას და სხვა ფედერალურ მაუწყებლებს.


რადიო თავისუფლებამ და ამერიკის ხმამ სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს.

სრულად წაკითხვა