21 დეკემბერს მზებუდობაა – როგორ მოვიქცეთ წლის ამ მისტიკურ დღეს

1 day ago 2

2024 წლის ზამთრის მზებუდობა დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე 21 დეკემბერს, თბილისის დროით 13:21 სთ-ზე დადგება. სწორედ ამ დროს იქნება ჩრდილოეთ პოლუსი მაქსიმალურად დახრილი მზის საწინააღმდეგო მხარეს. ანუ ამაღამ, 20-იდან 21 დეკემბრამდე ღამე წელს ყველაზე გრძელი იქნება, შესაბამისად, 21 დეკემბერს დღის ხანგრძლივობა მთელი წლის განმავლობაში ყველაზე ნაკლები იქნება. მზე ხვალ დილით 8:25 სთ-ზე ამოვა, ხოლო 17:34 სთ-ზე ჩავა. 25 დეკემბრიდან კი დღე უკვე მატებას დაიწყებს. 

გარკვეული დროის განმავლობაში, მზებუდობის დღეს და შემდეგ დღეებში, მზე ჰორიზონტის მიმართ დახრილობას თითქმის არ იცვლის, მისი შუადღის სიმაღლეები უცვლელია, სწორედ აქედან გაჩნდა თვით სახელი – მზებუდობა (დგომა).

ზამთრის მზებუდობა – ესაა ზღვარი, როდესაც ნათელი და ბნელი მხარეები ერთმანეთს ებრძვის. იმისთვის, რომ სინათლემ გაიმარჯვოს, საჭიროა ფეხზე მყარად დგომა და საკუთარი სისუსტეების დაძლევა. თავდაჯერებულობა და სიდინჯე საშუალებას მოგვცემს, ყველაზე მნიშვნელოვანზე გავამახვილოთ ყურადღება და შედეგად მნიშვნელოვან წარმატებებსაც მივაღწიოთ.

ეს დრო მისტიკურად მიიჩნეოდა და ყველა დროში დიდი სიფრთხილით ეკიდებოდნენ. სხვადასხვა კულტურაში მას სხვადასხვაგვარად აღიქვამენ, მაგრამ უმრავლესობისთვის ის გათავისუფლებისა და აღორძინების დროდ მიიჩნევა. ძველად სწამდათ, რომ ეს დღე ერთობლივად ოთხივე სტიქიის – ცეცხლის, მიწის, წყლისა და ჰაერის – ენერგიებით ივსება, რის გამოც განსაკუთრებული აურა ჩნდება.

21 დეკემბრიდან სამი დღე დედამიწაზე შემოედინება უძლიერესი ენერგეტიკული ნაკადი. შესანიშნავი დღეა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად, გეგმებისა და მიზნების დასახვისთვის, დღის მატებასთან ერთად წარმატებების შანსებიც მოიმატებს.

რის გაკეთებაა სასურველი ამ დღეს

დაიწყეთ ახალი საქმე – ნუ გააჭიანურებთ, თუ იცით, რის გაკეთება გსურთ;

ჩაუთქვით სურვილი – ხალხური რწმენით, ზამთრის მზებუდობისას ჩათქმული სურვილი               აუცილებლად ახდება;

მორთეთ ნაძვის ხე – შეარჩიეთ ნაძვის ხის ისეთი სათამაშოები, რომლებიც თქვენს ოცნებებს ასახავს;

მიესალმეთ მზეს – ეცადეთ შეხვდეთ მზეს წელიწადის ყველაზე გრძელი ღამის შემდეგ და მას მადლობა გადაუხადოთ, რომ ისევ მოგვფინა სინათლე.

როგორც ასტროლოგები ამბობენ, 21 დეკემბერს ბედმა შესაძლოა, მკვეთრი ცვლილებები მოიტანოს, ამიტომ ამისთვის შინაგანად მზად უნდა ვიყოთ. საჭიროა კარგად გამოძინება, ძალების აღდგენა, ცნობიერისა და ქვეცნობიერის „გადატვირთვა”.

თამთა გურული

სრულად წაკითხვა