WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

3

ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა არის ის, რომ ერთ შენობაში უნდა გადავიდეს მთელი სკოლა, – ამის შესახებ თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებმა განათლების სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრეს. მათი განცხადებით, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს დაპირება, რომ უწყება სკოლის სრულად განსათავსებლად შესაბამის შენობას მოიძიებს.

მშობლები ასევე კითხვებს სვამენ სკოლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია მოსწავლეების სხვადასხვა სკოლაში გადანაწილება.

ორი ძირითადი მიმართულებით მიდიოდა საუბარი. პირველი, რა თქმა უნდა, იყოს ის, თუ როგორ უნდა განვაახლოთ ამ მოცემულობაში სასწავლო პროცესი და ამ მხრივ ჩვენს გვაქვს აბსოლუტურად პრინციპული და უკომპრომისო პოზიცია და ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა არის ის, რომ ერთ შენობაში უნდა გადავიდეს მთელი სკოლა და ამასთან დაკავშირებით შეგვპირდნენ, რომ უკვე ეძებენ და მოიძიებენ. არაფერი განსაკუთრებული სიახლე არ არის გარდა იმისა, რომ სამინისტრომ აბსოლუტურად ზუსტად პირველი პირებისგან იცის ახლა ჩვენი პოზიცია და ველოდებით მათგან შემოთავაზებას, – ამბობს მშობელი. 

შემაშფოთებელია ჩემთვის ის ფაქტი, რომ სამი წლის წინ დადებული დასკვნაში წერია, რომ უფლება აქვს სკოლას, გააგრძელოს ფუნქციონირება და დღეს ვიგებთ ამ ამბავს. რომელს დავუჯეტოთ? ამის მოსმენა ხომ ძალიან რთულია, რომ თურმე საავარიო სიტუაციაში სამი დღე იარეს ჩვენმა შვილებმა, – ამბობს კიდევ ერთი მშობელი. 

ჩვენი პოზიცია ურყევია – ერთი შენობა გვჭირდება და პირველ ცვლაში უნდა გავაგრძელოთ სასწავლო პროცესი, იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში, სკოლა დაიშლება, ვერ გააგრძელებს არსებობას როგორც მთლიანობა, იმიტომ, რომ ჩვენს სკოლას განსაკუთრებული სპეციფიკა აქვს, საგნობრივი სწავლება. შეუძლებელია, ორ სხვადასხვა სკოლაში გადავნაწილდეთ, – ამბობს მშობელი. 

თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 18 სექტემბერს შენობის ავარიული მდგომარეობის გამო შეჩერდა. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შენობას კონსტრუქციული სქემის არასეისმურობის გამო ვარგისიანობის IV კატეგორია მიენიჭა. დასკვნა 10 სექტემბერს გაიცა, თუმცა სკოლაში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყო და სამი დღის შემდეგ შეწყდა. გუშინ მშობლები განათლების სამინისტროში შეხვედრაზეც იმყოფებოდნენ.