WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

2

,,ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე გიორგი გველესიანის ინტერვიუს ეხმაურება:

,,ფერეიდნელებისგან როდესაც გავიგე ირანის ჩემპიონატში ქართველი მცველი თამაშობდა, გველესიანს ჯერ კიდევ იმ დროიდან ვგულშემატკივრობდი, როდესაც მის შესახებ ბევრმა არაფერი იცოდა, პოსტად დავწერე რამდენჯერმე: მოიწვიეთ ეს კაცი ნაკრებში მეთქი!
შემდეგ როდესაც მოიწვიეს, მისი ერთ-ერთი ინტერვიუ ვნახე სადაც ჟურნალისტმა ფერეიდანზე ჰკითხა: “ძალიან კარგი ხალხია ჩემს თამაშებზე დადიან და მეპატიჟებიან ფერეიდანში, მაგრამ ნამყოფი არ ვარო… ანუ 8 წელი ითამაშა ისპაჰანში, საიდანაც ფერეიდნამდე სულ რაღაც 130 კილომეტრია და ფერეიდანი ამდენი წელი არ მოინახულა!!! ეს რომ თქვა მანდ დამთავრდა ჩემთვის როგორც პატრიოტი ეს კაცი… თუმცა მაშინ არაფერი არ დამიპოსტავს, არც მერე დავპოსტე, როდესაც 2025 წელს ქართული ტელევიზიების თანხლებით პირველად ჩავიდა ფერეიდანში… ახლა კი ვეღარ მოვითმინე, როდესაც მის თანაგუნდელებზე, ნაკრების ფეხბურთელებზე თქვა, რომ სხვებმა წნეხს ვერ გაუძლეს და თურმე თვითონ ეს “მოახერხა”… თუმცა არ მიკვირს საფეხბურთო კარიერა დაამთავრა და ალბათ 2028 წლის პარლამენტს უმიზნებს…