WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

მედიაში ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების შესახებ ცნობები 22 აგვისტოს გამოჩნდა - პოლიცია დმიტრი მენიაევის ბინაში მას შემდეგ შევიდა, რაც მეზობლებმა შეტყობინება გააკეთეს მათ მახლობლად მძაფრ სუნზე. როგორც ოჯახი ამბობს, გარეგნულად ცხედარს ძალადობის კვალი არ ეტყობოდა.

"15 აგვისტოს იპოვეს ცხედარი, ექსპერტიზა უკვე ჩატარებულია და ველოდებით რას დაადგენს გარდაცვალების მიზეზად. როგორც მეზობლები ამბობენ, ეს ბიჭი ძირითადად სულ სახლში იყო, დისტანციურად მუშაობდა და საკვებს და სხვა ნივთებსაც ძირითადად ონლაინ იძახებდა, გლოვოს და ვოლტის კურიერებს ხედავდნენ ხშირად მის ბინასთან.

კონკრეტულად რა ნივთები არ ჰქონდა გამოძიებას ამოღებული მისი ბინიდან, რაც ჩვენი ჩართვის მერე ამოიღეს, ვერ გეტყვით, რადგან ეს პირადი ნივთებია, თუმცა ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიაზე მეტად მკვლელობას ვარაუდობს" - უთხრა რადიო თავისუფლებას ოჯახის ადვოკატმა, ზვიად მარკოიძემ. მისი თქმით, გარდაცვლილს ოჯახთან კარგი და თბილი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა არც ძმას და არც დას საეჭვო გარემოებად არ მიუჩნევიათ მისი გაქრობა ონლაინ აპლიკაციებიდან და არც პოლიციისთვის მიუმართავთ ძმის მოძებნის მოთხოვნით.

ოჯახმა დმიტრის გარდაცვალების შესახებ ცნობა მისი ცხედარის პოვნის შემდეგ მიიღო ქართული მხარისგან.